სანდო წყარომ მამცნო, რომ ცოტნე გააღვიძეს – კონსტანტინე გამსახურდია

სანდო წყარომ მამცნო, რომ ცოტნე გააღვიძეს – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გამსახურდიას თქმით, მისი ძმის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია“ – წერს კონსტანტინე გამსარხუდია.