54 წლის სანდრა ბალოკმა რამდენიმე დღე ლუიზიანაში გაატარა, სადაც მადრი გრა (კათოლიკური დიდმარხვის დაწყების წინა დღე და კარნავალის ბოლო დღე) თავის ორ შვილთან: ცხრა წლის ლუისთან და ხუთი წლის ლეილასთან ერთად აღნიშნა. შეგახსნებეთ, რომ მან რვა წლის წინ ლუისი ლუიზიანას სამშობიარო სახლიდან იშვილა, ექვსი წლის შემდეგ კი იმავე ქალაქში უკვე გოგონა აიყვანა შვილად. დასვენების დღეების გატარების შემდეგ კი სახლში დაბრუნდა. პაპარაცებმა ის ახალი ორლეანის აეროპორტში შესვლისას გადაიღეს. მსახიობს გრძელი პალტო, ჯინსი და სპორტული სვიტრი ეცვა. ფეხზე კი ნიუ ბალანსის ბოტასი. სანდრა თავის შვილებთან და ბოიფრენდთან, ფოტოგრაფ რაიან რედალთან ერთად იყო.
სანდრა და რაიანი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. მათ რომანზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ისინი ერთად მივიდნენ ჯენიფერ ენისტონის და ჯასტინ ტერუს ქორწილში. წყვილი საგანგებოდ მალავს პირადი ცხოვრების დეტალებს. თუმცა ინფორმირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ისინი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და მალე საიდუმლო ქორწილს გეგმავენ. გამოცემა Us Weekly–ს ცნობით რაიანს სანდრას ბავშვებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და წყვილს ერთობლივი შვილის გაჩენასაც გეგმავს. ცოტა ხნის წინ სანდრა ბალოკი და რაიან რენდალი ერთად იმყოფებოდნენ ჯენიფერ ენისტონის გახმაურებულ 50 წლის იუბილეზე, რომელიც მსახიობმა დასავლეთ ჰოლივუდში Sunset Tower–ში გამართა და რომელზეც თავი უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა.