54 წლის სანდრა ბალოკი გასართობად იშვიათად დადის და ჰოლივუდურ წვეულებებს არ სწყალობს. ის საკმაოდ მკაცრად არჩევს ღონისძიებებს, რომლებსაც საკუთარი ყურადღების და დასწრების ღირსად თვლის. მაგალითად, ოქტომბერში ვარსკვლავი ჰოლივუდში Elle Women –ის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. რა თქმა უნდა, მსახიობი ვერ გამოტოვებს იმ ფილმების საპრემიერო ჩვენებებს, რომლებშიც თვითონ მონაწილეობს. 12 ნოემბერს სანდრა ბალოკი ფილმ “ჩიტის ყუთის “ (Bird box) გადამღებ ჯგუფთან ერთად დაესწრო AFI –ს ფესტივალს, სადაც ფილმი წარადგინეს.
ჩვენებაზე სანდრა ვივიენ ვესტვუდის საღამოს კაბაში მივიდა. მხრებმოღებული კაბა კორსეტით რა თქმა უნდა შთამბეჭდავი იყო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სანდრას აქსესუარებმა მიიპყრო: წელზე ორიგინალური ბროში აშშ–ს და კალიფორნიის შტატის დროშებით და უცნაური საყურე, რომელიც ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის ფილმის პრემიერაზე ბალოკი მისი 52 წლის ბოიფრენდის, ბრაიან რენდოლის გარეშე მივიდა. შეგახსენებთ, რომ სანდრა ძალიან განიცდიდა ქმართან – ჯესი ჯეიმსთან განშორებას. მათი ოჯახი შვიდი წლის წინ დაინგრა, თუმცა ყოფილი ქმარი ამ წლების მანძილზე შანსს არ უშვებდა ხელიდან რომ პრესაში სანდრა გაეკრიტიკებინა. გადატანილი რთული განშორების მიუხედავად ამჟამად სანდრა თავს კარგად გრძნობს. ის უკვე ორი წელია ბრაიან რენდოლს ხვდება. ბოლოს პაპარაცებმა ისინი ერთად სექტემბერში გადაიღეს.