სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინიტრომ “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 352-ე მუხლის, პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურეობრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, გუშინ ქართული მარშის ლიდერი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, უფლება არ მისცეს. ბრეგაძემ სახალხო დამცველის ოფისთან პატრული გამოიძახა.