საპატრულო პოლიციამ გაიტაცა “ევროპული საქართველოს” მანქანა, რომელშიც აქციისთვის საჭირო ატრიბუტები იყო-თამარ კაკაბაძე

თამარ კაკაბაძის ინფორმაციით, “ევროპული საქართველოს” კუთვნილი მანქანა გაიტაცეს. გაუჩინარებულია მანქანაში მყოფი 2 პირი- ავტომობილის მძღოლი და “ევროპული საქართველოს” რეგინალური სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი. აღნიშნულ პირებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, სავარაუდოდ ისინი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

“საპატრულო პოლიციამ ევროპული საქართველოს მანქანა გაიტაც, მანქანა სავარაუდოდ,  გადაიყვანეს სამინისტროში. შიგნით იდო მიტინგისთვის საჭირო შეშა და კარვები”-აცხადებს თამარ კაკაბაძე.

პარალელურად, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,რომ პოლიცია პარლამენტთან აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევს, იმისთვის რომ აქციისთვის მოემზადონ.