დღეს, საპროკურორო საბჭო კენჭისყრის მეშვეობით, გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
ცნობისთვის, 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. მათ შორის არის ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე.