საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრების შეხვედრაზე, თამაშამდე ერთი თვით ადრე ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. ასეთი შემთხვევა ეროვნული ნაკრების მატჩზე ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა.
10 დღეში უკვე 50 000-მდე ბილეთი გაიყიდა. ,,დინამო არენა’’ სულ 54 549 ადამიანს იტევს , თუმცა ამ თამაშისთვის 52 000 ბილეთი იყიდება. დარჩენილი ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს შეუძლიათ ,,დინამო არენას’’ სალაროებში. ბილეთების გაყიდვა ონლაინ 15 თებერვალს დაიწყო, ხოლო ფიზიკური რეალიზაცია 22 თებერვლიდან.
26 მარტს, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის დინამო არენაზე ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩს ითამაშებს. ამ თამაშის გამარჯვებული კოსოვო:მაკედონიის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება. მათი შეხვედრის შემდეგ მოგებული გუნდი კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.