საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის – გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის რისკი გაზრდილია

საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს,  რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია. გამყრელიძის თქმით,  ირანში შექმნილმა სიტუაციამ  სურათი ჩვენი ქვეყნისთვისაც შეცვალა.

“აქედან გამომდინარე, ჩვენი მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს გაძლიერებული. დღეს გამოვა მთავრობის განკარგულება, სადაც განხილული იქნება საერთოდ, სხვა დასენიანებული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ პირებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებიდან ლაბორატორიულად, ჯერჯერობით, არცერთი დადასტურდა.