წარმოშობით ქართველმა, ამჟამად კი რუსეთში მცხოვრებმა ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა, თინა კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო რუსული ტელეარხის, “რასია24–ის“ გადაცემაში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. კანდელაკი რუსეთის მოქალაქეა და მისი ხელისუფლების ერთგულებით გამოირჩევა. ამჯერადაც მან პრობლემის მთავარ სათავედ ქართული ნაციონაიზმი და პოლიტიკური ექსტრემიზმი დაასახელა, რომელიც მისი აზრით ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან იღებს სათავეს:
“ საქართველო უკვე არაერთი ათწლეულია პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალი გახდა. ამ ექსტრემიზმით და ტერორიზმით საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია დაკავებული. ადამიანი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანს არც უკრაინის მოქალაქეობა ქონდა, რომელიც ჩამოართვეს. მიიღო ცხოვრების უფლება მაიამიში, სადაც უძრავი ქონებაც შეიძინა. და როგორც იცით, ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამ ძალას, სააკაშვილის ძალას, ნაციონალებს, რადიკალებს საკმარისი დაფინანსება აქვს, სამწუხაროდ არა მხოლოდ ამერიკული. ტელეარხი რუსთავი2 სამწუხაროდ პირდაპირ ფინანსდება ბიზნესმენის მიერ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს– კობა ნაყოფიას მიერ, რომელიც მიხეილ ნიკოლოზის ძის საფულეა.
მინდა ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს. ნუთუ არ შეგვიძლია, ყველა კეთილი ნების ადამიანი გავერთიანდეთ და როგორმე მივმართოთ უკრაინის პრეზიდენტს,რომ ბოლოს და ბოლოს დააკმაყოფილოს საქართველოს პროკურატურის თხოვნა გადასცეს პოლიტიკური დამნაშავე, ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება მკვლელობებში ბიუჯეტის ხარჯვაში . ჩემი აზრთი ეს იქნება რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ფურცლის დასაწყისი. “–განაცხადა კანდელაკმა.
გადაცემის წამყვანი იმაზე საურობს, რომ რუსეთი დიდსულოვნებას იჩენს საქართველოს მიმართ. ეთერში რუსთავი 2 ის გადაცემა კვირის აქცენტების ის მონაკვეთიც გაუშვეს, რომელშიც ნიკა გვარამია მწვავედ გამოხატავს საკუთარ პოზიციას რუსულ ბაზართან დაკავშირებით.
თინა კანდელაკმა თავის მხრივ გადაცემაში მიიტანა ვიდეო, რომელიც 2016 წელს გავრეცლდა და რომელშიც თითქოსდა ერთმანეთს გვარამია და სააკაშვილი ესაუბრებიან.
თინა კანდელაკი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მართავს ყველა პოლიტიკურ პროცესს.
წამყვანის კითხვაზე, რატომ ვერ ათვინიერებს ტელეარხის დირექტორს და რადიკალ პროტესტანტებს , რომლებიც პუტინის პლაკატებს შეურაცხყოფენ ხელისუფლება, კანდელაკი პასუხობს, რომ“ ნაციონალიზმი საქართველოში ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის, გამსახურდიას დროს გაჩნდა რომელმაც გარშემო ნაციონალისტები შემოიკრიბა. ამის შემდეგ ეს ბაცილა რომელიც აფხაზეთს და ოსეთსაც უკავშირდება, ყოველთვის გამოიყენება პოლიტიკური ტერორისტების მიერ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და რუსეთ საქართველოს შორის ურთიერთობების დასანგრევად.“
თინა კანდელაკი იმის მტკიცებულებად, რომ ამერიკას საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში სერიოზული ინტერესები აქვს და აქ ფულს დებს, ის მოჰყავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოლანდიელმა ცოლმა, სანდრა რულოვსმა მეგრულიც კი ისწავლა.
“სანამ ცვლილებები არ მოხდება და სანამ არ გამოჩნდება თაობა, რომელიც რუსეთის მიმართ ისევე იქნება განწყობილი როგორც მე ვარ, ეს იქნება მუდმივი ექსცესი, მუდმივი ომი.“– ამბობს კანდელაკი.
{{VIDEO}}