საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის 200 000 ტესტს ელოდება

ჯანდაცვის მინისტრი  აცხადებს, რომ საქართველო სამხრეთ კორეისგან  კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო 200 000 ტესტს ელოდება. 

ეკა ტიკარაძემ 20 მარტს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინა საღამოს მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან, სადაც „ზუსტად გაიწერა ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. სევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწრაფი ტესტის რომელი სახეობა იქნება შემოტანილი“.

მინისტრის თქმით, ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს უკვე გამოუყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში საქართველოში იქნება .

კორეული ტესტების გამოყენება კი შემდეგი კვირის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. 

„ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ ადამიანების სწრაფი ტესტირება, ვისზე იქნება კორონავირუსზე ეჭვი“, – აცხადებს მინისტრი.