„საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა, სინამდვილეში სუს-მა ამოიღო“-ოქრუაშვილი

საჩივარი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა გზაში დაიკარგა. სარჩელი საქართველოს ფოსტის საშუალებით 14 ნოემბერს გაიგზავნა, თუმცა ადრესატამდე არ მისულა. ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ ფაქტთან კავშირი აქვს სუს-ს და  პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მიზნით, გზავნილი აღარ გაიგზავნა.

„სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო.
21-ე საუკუნეში ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ყველაზე დებილი ქოცის თავში შეიძლება მოიხარშოს.
ორი კვირის წინ ხელახლა ამოვაბეჭდინე, ჩემს ერთ მეგობარს სტრასბურგის ბილეთი ავუღე და საბუთებიანად გავგზავნე.
ხანდახან მგონია, რომ ბიძინაც და მისი გარემოცვაც ჰომო სოვიეტიკუსის გარდა , ჰომო საპიენსებიც არიან და დროს ასცდნენ, “ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.