საქართველოს მოქალაქე ათენში ძარცვის მცდელობის დროს გარდაიცვალა. შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა.
საქართველოს 2 მოქალაქე ათენის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეჭრას ცდილობდა, რა დროსაც ისინი მეზობლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს.
ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, მან მინა ჩაამტვრია, რა დროსაც ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა.
პოლიციამ ქართველების დაკავება კორპუსიდან 100 მეტრის მოშორებით შეძლო. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული გარდაიცვალა. მეორე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.