საქართველოს პარლამენტი ყველა აქტს მხოლოდ რუსულად თარგმნის. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
პარლამენტის აპარატის დებულება 2006 წელს მიიღეს და ამ დრომდე ჩანაწერი არ შეცვლილა.
“(საორგანიზაციო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა) პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა და კომპიუტერული უზრუნველყოფა”-აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 21-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტში.
რუსულად თარგმნილია საქართველოს კონსტიტუციაც, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია.