“ვუერთდები ჩემს კოლეგებს“– კიდევ ერთი კონგრესმენის კრიტიკული წერილი გახარიას

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის.

წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

“ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია

როგორც კონგრესის წევრი , გწერთ ამ წერილს, რათა ჩემი ხმა შევმატო მზარდ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური წინსვლის შეჩერების გამო.

ვუერთები ჩემს კონგრესმენ კოლეგებს, ადამ კინზინგერს, გერი კონოლს, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს, რომლებმაც 2019 წელს გამოგზავნეს წეილი და გამოხატეს შეშფოთება დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმის გამო, ასევე ძალადობის გამო მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. უფრო მეტიც, ასევე მინდა შევუერთდე ჩემს კოლეგა კონგრესმენ მარკვინ მულინს და მესიჯების, რომლებიც მან ჩამოაყალიბა მის ბოლოდროინდელ წერილში 2020 წლის 13 იანვარს.

როგორც იცით, მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის სარგებლოდა აშშ–ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერით წლების მანძილზე. გასულ წელს აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამჟამად აშშ–ს სენატში განიხილება.

უნდა აღინიშნოს ამ აქტის ტექსტში მთავარი პრინციპი, რომელიც სპეციალურად პირველ რიგშია ხაზგასმული შემდეგია:
“ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა:

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა: მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განგრძობად განვითარებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული ძალისხმევის ჩათვლით.“

ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე გწერთ ამ წერილს, რადგან აშკარად გამოხატულია ნეგატიური ტრენდი საქართველოს დემოკრატიის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების თვალსაზრისით, რაც იწვევს აშშ–ს კონგრესის წევრების შეშფოთებას.
ამ ტრენდის შედეგია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მცირდება, რადგან აშშ–ს და ევროპის ბიზნესინტერესები ექვემდებარება ზეწოლას, ხდება კონტრაქტების გაუქმება და ექსპროპრიაციული შეტევები. ამის ნათელი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია ტეხასიდან, ფრონტერა. ასევე საგანგაშოა იმის ნახვა, რომ აშშ–ს სოციალური მედიის კომპანიამ, ფეისბუქმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ანგარიშების ქსელი, დაკავშირებული საქართველოს მმართველ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან, რომლებიც შეჩნეულ იქნენ “კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში“ იმისათვის, რომ თავს დასხმოდნენ ოპოზიციურ შეხედულებებს საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური მესიჯები, განსაკუთრებით აშშ–ს წინააღმდეგ.

ამ გაუარესებული გარემოს ფონზე აშშ–ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ზედიზედ ორ კანონს ყოველწლიური ასიგნებების შესახებ აშშ–ს კონრესისგან 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებშიც კონკრეტულად განიხილებოდა საკითხები საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი სააბაზრ პრინციპების და ამერიკულიბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ პროგრესირებადი ანტაგონისტური ქმედებების შესახებ. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თქვენი ქვეყანა განიხილებოდა ნეგატიურ და ფრთხილ შუქზე აშშ–ს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით.

იმ ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც აღვწერე და რომლის შეჩერებას ვცდილობ, სანქციებისა და სხვა ჯარიმების შესახებ მოწოდებები იზრდება. მე ვუერთდები კონგრესმენების მზარდ რიცხვს, რომლებიც მოგიწოდებენ რეფორმებისკენ, და ვუერთდები კანონს საქართველოში სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების შესახებ, რომელიც აშშს წარმომადგენელთა პალატაშია წარმოდგენილი.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო განაგრძობს აშშ–ს თან სტრატეგიულ პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში და ააშენებს დემოკრატიული ინსტიტუტებს და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, საჯარო სექტორის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე და ანტიკორუფციულ ძალისხმევაზე. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა მოძებნის გზებს აშშ–ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და იმუშავებს მზარდ საგანგაშო ნიშნების შესაჩერებლად, რომლებიც ნათელს ხდის არსებულ საფრთხეებს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღებისა და თავისუფლებისთვის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ღმერთისგან ბოძებული უფლებაა.“ –ნათქვამია წერილში.


გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს ამჯერად უკვე 4 კონგრესმენი უგზავნის

“იმედია თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს“–ამერიკელი კონგრესმენის უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას

“შოკში ვართ“ – ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას