საქართველოს რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს რაგბის კავშირი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.