რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, „აია არენაზე“ ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 78:6 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ლელოს დადება შეძლო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
საქართველოს რაგბის ნაკრები მომდევნო მატჩს 7 მარტს სტუმრად პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ანგარიშით 41:13, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთს მოუგო – 23:10.
ფოტო: Georgian Rugby