სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა

ინციდენტი საქალაქო სასამართლოს ეზოში- მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

არსებული ინფორმაციით, ეს პირი ლაშა ჭიღლაძეა. ჭიღლაძე აღნიშნულ ინციდენტამდე აცხადებდა, რომ მას სამართალდამცველები იარაღის ჩადებით ემუქრებოდნენ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე წერს, ახლოს მდგომებმა ჭიღლაძე დროულად გააკავეს.