“სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“–კონგრესმენი კინზინგერი უგულავას დაპატიმრებაზე

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი ტვიტერზე ეხმაურება:

“დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა დაიჭირეს და 38 პატიმრობა მიუსაჯეს დანაშაულისთვის, რომლისთვის სასჯელი უკვე მოიხადა. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, ძალიან მსუბუქი ნათქვამი იქნებოდა. სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“ – წერს კინზინგერი.“

ადამ კინზინგერი ერთ–ერთია იმ კონგრესმენებს შორის, რომლებიც აქტიურად მუშააობენ საქართველოს საკითხებზე. მას საქართველოდან ჩასულ დელეგაციებთან მუდმივად აქვს შეხვედრები.  მათ შორის ამ დღეებში ამერიკაში ვიზიტით მყოფ პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ქონდა შეხვედრა.

ადამი კინზინგერის და ჯერალდ კონოლის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილი იყო პირველი, რომელიც საქართველოში გახმაურდა. “შოკში ვართ“ – ასეთი იყო ამერიკელი კონგრესმენების შეფასება საქართველოში განვითარებულ ანტიდემოკრატიულ პროცესებზე. ამ წერილს ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების წერილების მთელი სერია მოჰყვა.