სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

სასულიერო პირს,  რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  სასულიერო პირს ლაშა ჩიქოვანს ნინო გორგოშიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ნინო გოგროშიძემ 1 კვირის წინ  სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ძალადობის მსხვერპლი იყო მამათილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

ბრალდებული ლაშა ჩიქოვანი სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს.