საზარელი მკვლელობა ვაკეში-ვინ არიან გარდაცვლილები

ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ერთ ოჯახში 3 გარდაცვლილი იპოვეს. 

მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და  მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. ასევე გარდაცვლილია გედევანიშვილის შვილის ლევან აბაშიძის ცხედარიც. მას „ტაისონას“ მეტსახელით იცნობენ. ერთერთი ვერსიით, ლევან აბაშიძემ ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ირინა გედევანიშვილი ლექტორი იყო, ხოლო მისი ქალიშვილი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი.