საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით მაუწყებელს ბიუჯეტში გადახარჯვა აქვს. მეორე კვარტლის ანგარიში რამდენიმე დღის წინ მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს წარუდგინა. ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეც დევს.
2019 წლის კვარტალში დაგეგმილი ბიუჯეტისა და გაწეული საკასო ხარჯის შედარება ასე გამოიყურება:
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2019 წლის მეორე კვარტალში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 6,557,830 ლარი იყო. რეალურად კი ამ მუხლით გაწეულმა ხარჯმა 7,537,563 ლარი, ანუ შრომის ანაზღაურების ჯამურმა გადაჭარბებამ 979 ათასი ლარი შეადგინა.
თანხის გადახარჯვაა სამივლინებო ხარჯებშიც. მეორე კვარტლის გეგმა 327 589 ლარი იყო. ფაქტიურად გაწეულმა ხარჯმა კი 371 932 ათასი ლარი შეადგინა.
ანგარიშის წარდგენისას სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის ერთ–ერთმა წევრმა, ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში სხვადასხვა კვარტლების მიხედვით დანაკლისი და გადახარჯვა უცხო არ არის, თუმცა ასეთი გადახარჯვა ბიუჯეტში არასოდეს ყოფილა და გადახარჯვის უდიდესი ნაწილი ხელფასებზე მოდის. მენეჯმენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიზეზი ძირითადად თანამშრომლების ხელფასების გაზრდა და იმ დისბალანსის აღმოფხვრაა, რაც ერთი და იგივე კვალიფიკაციის თანამშრომლების ხელფასებს შორის არსებობდა.
თუმცა, სახელფასო და სამივლინებო თანხებში გადახარჯვა მხოლოდ 2019 წლის მეორე კვარტალში არ მომხდარა. უფრო მცირედით, თუმცა გადახარჯვა იყო ამ ნაწილში 2019 წლის 1-ლი კვარტალშიც. ამ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტირებული თანხა შეადგენდა 6,612,055 ლარს, ფაქტიურმა გაწეულმა ხარჯმა კი შეადგინა 7,172,738 ლარი, ანუ
560 ათაში ლარით მეტი.
2019 წლის 1-ლი კვარტლის შრომის ანაზღაურების გადანაწილება ბლოკების მიხედვით:
გადახარჯვა მივლინებებთან დაკავშირებით 1 კვარტალშიც იყო: ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა 327,589 ლარს შეადგენდა, ფაქტიურმა გაწეულმა სამივლინებო თახნამ შეადგინა 473,009 ლარი, ანუ 145 420 ლარით მეტი.