51 წლის სელინ დიონი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა ყელსაბამით, რომელიც ფილმ “ტიტანიკის“ მთავარ გმირს, როზი დოუსონს ფილმში უკეთია. ცნობილი ყელსაბამის – “ოკეანის გულის“ ზუსტი ასლი Vetements–ის ბრენდის შექმნილია. ამ სამკაულით გამოჩენა ბევრმა იმის ხაზგასმად ჩათვალა, თუ როგორ უყვარს ფილმი “ტიტანიკი“ სელინ დიონს, რომლის ჰიტი My Heart Will Go On ამ ფილმის საუნდტრეკია.
პარიზის მოდის კვირეულზე მისული მომღერალი რეპორტიორებმა ქუჩაში გადაიღეს. სელინ დიონს საკმაოდ ექსტრავაგანტულად ეცვა: მაისური წარწერით – “მე მიყვარს პერის ჰილტონი“, შავი მოკლე ქვედაბოლო და ე.წ. ოვერსაიზი ნაცრისფერი პიჯაკი.
ბოლო დროს სელინ დიონი თაყვანისმცემლებს ორიგინალური ჩაცმულობით აოცებს.