სელინ დიონის ტრაგედია

{{ARTICLEIMAGE}}

სელინ დიონის მუსიკალურ შესაძლებობებში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა მისი პირი ცხოვრება ისე წარმატებით ვერ აეწყო, როგორც კარიერა. მისი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულია.დაწყებული დაავადებიდან, რომელსაც ლამის მისი კარიერა ემსხვერპლა, დამთავრებული მისი მეუღლის გარდაცვალებით.

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 14 იანვარს, რენე ანჯელილი, სელინ დიონის მეუღლე, თავის დაბადების დღემდე ორი დღით ადრე სიმსივნით გარდაიცვალა.ამას დაემატა ორ დღეში მომღერლის ძმის გარდაცვალებაც. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით სელინ დიონი ძმის დაკრძალვას არ დასწრებია და საფლავი მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოინახულა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მას და მის შვილებს აღარ შეეძლოთ კიდევ ორი დღე სახალხო გლოვა. ჯანმრთელობის პრობლემები მის მეუღლეს ბევრად ადრე, ჯერ კიდევ 1999 წელს დაეწყო. სწორედ ამ დროს აღმოუჩინეს მას სიმსივნე. ამის გამო სელინ დიონმა მუსიკალური მოღვაწეობა შეწყვიტა, რათა მეუღლეს დაავადების დაძლევაში დახმარებოდა. მართალია 38 ქიმიო თერაპიის შემდეგ 2000 წელს რენეს სიმსივნე აღმოიფხვრა, მაგრამ 2013 წელს წყვილმა დაადასტურა, რომ რენე ანჯელილს ისევ სიმსივნე დაუდგინეს. ლოს ანჯელესის საავადმყოფო, სადაც რენე რეაბილიტაციას გადიოდა აცხადებდა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რენე მალე გამოჯანრთელდებოდა, თუმცა 2014 წლის აგვისტოში რენე ისევ ავად გახდა.

წყვილს უშვილობის პრობლემაც ჰქონდათ. 2000 წელს დიონმა ორი მცირეოპერაცია ჩაიტარა, რათა ორსულობის შანსი გაზრდილიყო. 2001 წლის 25 იანვარს პირველი შვილი, მათ რენე-ჩარლზ ანჯელილი შეეძინათ. თუმცა ამის შემდეგ კვლავ ჰქონდათ უშვილობის პრობლემები და კვლავ დაიწყეს მკურნალობა, თუმცა მკურნალობის პირველმა ეტაპმა უშედეგოდ ჩაიარა, ამის მიუხედავად, არ დაკარგეს იმედი და უკვე 2009 წელს წყვილმა დაადასტურა, რომ მომღერალი ტყუპებზე იყო ორსულად.

სამწუხაროდ ამით მომღერლის პრობლემები არ ამოწურულა. სელინ დიონს ხმასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნა. 2012 წლის თებერვალში მან რამდენიმე დაავადება ერთად დაემართა და ივლისამდე ყველა კონცერტი გააუქმა. 2018 წელს მას კიდევ ერთი – ყურის პრობლემა ჰქონდა, რასაც ოპერაცია და რამდენიმე თვიანი კარიერული პაუზა დაემატა, რაზეც მომღერალმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ‘’ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი თითოეულ პირს, რომელიც ლას ვეგასში ჩამოსვლას ჩემი კონცერტის გამო გეგმავდა, მესმის თუ რამხელა პრობლემა შეგიქმენით, თუმცა ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვარ ჩემს ჯანმრთელობასა და ოჯახზე. სწორად გამიგეთ, სიმღერა ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემთვის ჩემი ოჯახი ყველაზე პრიორიტეტულია.’

დღესდღეობით სელენდიონი 50 წლისაა. მას გამოცემული აქვს 26 ალბომი. აქედან 15 ფრანგულად, ხოლო 11 ინგლისურ ენაზე. ამასთანავე მოგებული აქვს ევროვიზია სიმღერით ‘’Ne partez pas sans moi’’. მიღებული აქვს გრემი და ოსკარი საუნდტრეკების შესრულებისათვის (განსაკუთრებით ცნობილია მისი სიმღერა ფილმ ტიტანიკში). ამას გარდა ყავს სამი შვილი: რენე-ჩარლზი და ტყუპები ედი და ნელსონი. უფროსი რენე 17 წლისაა ხოლო ტყუპები 8 წლის არიან.

რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს “არმიაზე ფეიკების გავრცელებისთვის“ 8.5 წელი მიუსაჯეს

პოლიტიკოს ილია იაშინს (რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის  აგენტად აღიარებული) 8.5 წელი...

“დოჟდის“ჟურნალისტს ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს.ის საქართველოში ცხოვრობს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესასვლელად „შავ სიაში“ შეიყვანა ტელეარხ „დოჟდიდან“ (რუსეთში შეტანილი „უცხოური...

ლუკაშენკოს თქმით, 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა. "თქვენ ამისთვის ...

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, მთავრობა უკრაინაში გენერატორებს აგზავნის

საზოგადოებისგან კრიტიკის შემდეგ, მთავრობა, მთავრობა გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გაგზავნის. საკითხის შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე...

დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს – პუტინი

"დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო...

აბასთუმნის მაგალითმა წარმოაჩინა, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს – TI

ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს,...

ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან ძალიან რთული იქნება – გაიდაი

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის მომზადებული რუსული ჯარი, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...