სემეკ-მა გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დატოვა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის საფასური არ შეიცვლება.
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს “თბილისი ენერჯისთვის” ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები განიხილა.
“დადგენილი წესის მიხედვით, ჩვენ შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯები, მოხდა მათი აუდირება და შესაბამისად გათვალისწინებული იქნა ყველა ხარჯი, ხოლო ნაკლებ მიზანშეწონილი კი ამოღებული.გარდა ამისა, მომდევნო სამი წლისთვის ჩვენ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები შევითანხმეთ, რაც გათვალისწინებული იქნა ტარიფში,” – განაცხადა ნარმანიამ.