სენაკში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინოსტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.