შარლიზ ტერონი ბრედ პიტთან რომანის შესახებ ჭორებს პასუხობს

44 წლის შარლიზ ტერონმა მონაწილეობა მიიღო ელენ დეჯენერესის შოუში, სადაც პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. ერთი თვის წინ გავრცელდა ჭორები, რომ მას რომანი აქვს 55 წლის ბრედ პიტთან. მსახიობები ამ ურთიერთობების შესახებ კომენტარს არ აკეთებდნენ, რაც კიდევ უფრო მეტ ჭორებს შობდა. ელენმა თავის შოუში შარლიზს კითხა, რა ხდება მის პირად ფრონტზე.
შარლიზ ტერონმა კითხვას მოკლედ და ცალსახად უპასუხა: “მარტო ვარ და თავისუფალი ვარ.“ გადაცემაში შარლიზ ტერონს Dior– ის წითელი კაბა ეცვა. შოუში ბევრი ისაუბრეს მის ახალ ფილმზე და გადაცემაში შარლიზმა ბევრი იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ შარლიზ ტერონი და ბრედ პიტი თავის რომანზე არ საუბრობენ, ინსაიდერებმა მათი ურთიერთობების შესახებ უკვე არაერთი ინფორმაცია გაავრცელეს. მაგალითად ის, რომ მსახიობები განსაკუთრებით შობის შემდეგ დაახლოვდნენ და დიდ დროს ატარებდნენ ბრედ პიტის კალიფორნიულ სახლში.
მათ ურთიერთობას ბევრი ნიუანსი ახლავს. მაგალითად ის, რომ ბრედ პიტმა უკვე მესამე წელია ანჯელინა ჯოლისთან განქორწინება ბოლომდე ვერ მიიყვანა და სულ ცოტა ხნის წინ მოახერხა შეთანხმება ბავშვების მეურვეობის საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ანჯელინას შარლიზ ტერონი ეზიზღება. ორი ვარსკვლავი ერთმანეთს მრავალი წელია კონკურენტად თვლის, ცოტა ხნის წინ კი ანჟელინას მიერ ინიცირებულ სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეული.
2017 წელს ცნობილი გახდა, რომ სტუდია Marvel 1935 წლის ფილმის, “ფრანკენშტეინის საცოლის“ რიმეიკის გადაღებას აპირებდა. პროდიუსერებმა ფილმის სცენარი ჯოლის და ტერონს ერთდროულად გაუგზავნეს. შარლიზის ეგზემპლარში აღნიშნული იყო, რომ როლი მას იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ ჯოლი უარს იტყოდა. ფილმის ჰონორარად 20 მილიონი დოლარი იყო მითითებული.


ბრედ პიტის ექს მეუღლემ სპეციალურად გააჭიანურა პასუხი, რომ კონკურენტისთვის ნერვები მოეშალა. ამ ხნის მანძილზე შარლიზი იძულებული გახდა რამდენიმე მომგებიან წინადადებაზე ეთქვა უარი. საბოლოოდ, მისი მოთმინება ამოიწურა და სტუდიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მოგვიანებით კი ფილმის გადაღება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ჰოლივუდელი პროდიუსერები უკვე მრავალი წელია სპეციალურად აქეზებენ ჯოლის და ტერონს ერთმანეთზე . თუმცა ზოგადად, ანჯელინას ცუდი ხასიათის შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. მას ჰოლივუდური ბომონდის სხვა წარმომადგენლებთანაც ხშირად აქვს კონფლიქტი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჯორჯ ქლუნის ცოლთან, ამალი ქლუნთან მისი კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ ახლა ორივე ქალი საერთო მეგობრებისგან მოითხოვს აირჩიონ, ვის მხარეს არიან.
ფილმ “მალეფისენტის“ გადაღებისას ჯოლიმ მიშელ პფაიფერთან იჩხუბა. ჯოლი ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო ამ პროექტის მთავარი ვარსკვლავი და იმასაც კი ითხოვდა, რომ მისთვის უფრო დიდი საგრიმიორო გამოეყოთ, ვიდრე მიშელს ქონდა.