შარლიზ ტერონის ბიჭი, რომელიც თავს გოგოდ თვლის პაპარაცებმა დედასთან ერთად გადაიღეს

44 წლის შარლიზ ტერონი მუდმივად ხდება საზოგადოების თავდასხმის ობიექტი იმის გამო, რომ მის შვილს, ჯექსონს, რომლის ბიოლოგიური სქესი მამრობითია, კაბების ჩაცმის უფლებას აძლევს. მსახიობი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს და შვილს უფლებას აძლევს ისე გამოიყურებოდეს, როგორც მას უნდა. ჯექსონს საკუთარი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად ჩაცმულობა არ მოსწონს და შარვლებს ლამაზი კაბები ურჩევნია. ის გოგოსავით გამოიყურება.

ამ დღეებში პაპარაცებმა მსახიობი და მისი შვილი ლოს ანჯელესის პარკში შენიშნეს. ჯექსონის ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, დედა მას სკოლაში აცილებდა.

უნდა ითქვას, რომ დასავლური მედია ჯექსონს უკვე ტერონის ქალიშვილს უწოდებს. თავად მსახიობი ამბობს, რომ ორ ქალიშვილს ზრდის. ჯექსონის გარდა, რომელიც მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იშვილა ტერონს ყავს გოგონა ავგუსტა, რომელიც აშშ–ში 2015 წელს აიყვანა შვილად. როგორც მსახიობი ამბობს სამი წლის ასაკში ჯექსონი მასთან მივიდა და უთხრა, რომ ის ბიჭი არ არის.

“მე ორი მშვენიერი გოგონა მყავს, რომლებსაც ყოველთვის დავიცავ, როგორც ყველა ნორმალური მშობელი. ისინი ისეთებად დაიბადნენ, როგორებიც არიან და თვითონ გადაწყვეტენ, ვინ უნდათ რომ იყვნენ. ჩემი მოვალეობაა მხოლოდ მიყვარდეს ისინი და ყველაფერი გავაკეთო, რომ კარგად იყვნენ“ – ამბობს მსახიობი.