“შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება” -დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დავით ზალკანიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს, ეკონომიკური თანამშრომლობით კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. მიღებაზე გამოსვლისას, ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გააკეთა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ბულგარეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

„საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიულად შავი ზღვა აკავშირებს, რომელიც ბუნებრივი ხიდია ჩვენს ქვეყნებს შორის და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ვაპირებთ ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება და შავი ზღვის, როგორც კეთილდღეობისა და განვითარების ზღვის როლი დღითიდღე ძლიერდება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.“- აცხადებს დავით ზალკანიანმა