შემოაფარეთ თავი ეროვნულ ბიბლიოთეკას – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს თავშესაფრად ეროვნულ ბიბლიოთეკას სთავაზობს.
„აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის“, – წერს კეკელიძე.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. აღებულია კარვები. დაკავებულია დაახლოებით 10 ადამიანი.