ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონი რუსთავი2-ზე 8 მარტიდან იწყება. რა თქმა უნდა, სერიალის სიუჟეტი გასაიდუმლოებულია, თუმცა უკვე ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი.
ქეთის და ზაზას ისტორია, რომელმაც წინა სეზონის ბოლოს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამ სეზონის ერთ–ერთი გამხსნელი ეპიზოდი იქნება. ისინი ერთმანეთს პანაშვიდზე ხვდებიან. პანაშვიდი სავარაუდოდ გურიაშია, ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება რჩება კურიერის რეპორტაჟიდან, რომლის კამერა გადაღებებზე ექსკლუზიურად დაუშვეს. სერიალის შემქმნელები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზაზა და ქეთი პირველ სერიაში ერთად ჩნდებიან. არ კონკრეტდება, შერიგდებიან თუ არა ისინი.
როგორც ამბობენ ახალ სეზონზე სერიალში მივიწყებული გმირებიც გამოჩნდებიან.
ჩცდ-ის მეთხუთმეტე სეზონი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ამ სეზონის 62 სერია რუსთავი2-ზე ტრადიციულ დროს გავა.