პრესაში შერონ სტოუნის ყოველი ახალი ფოტოს გამოჩენა აუცილებლად იწვევს პუბლიკის აღფრთოვანებას და კომპლიმენტებს. ამიტომაც ჟურნალისტმა საუბარი რა თქმა უნდა სილამაზესთან დაკავშირებული საკითხით დაიწყო და დაინტერესდა, რა შეცდომებს უშვებდა ამ საკითხში შერონ სტოუნი ცხოვრებაში.
“მეტისმეტად ვიწვრილებდი წარბებს. და შეიძლება უფრო მეტი მზისგან დამცავი კრემი უნდა მეხმარა“– თქვა მსახიობმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა სტერეოტიპებზე, რომლებსაც ყოველთვის აწყდებიან ლამაზი ადამიანები:
“ადამიანებს შეუძლიათ საოცრად ბოროტები იყვნენ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ლამაზი ხარ ესეიგი სულელი უნდა იყო. თუ ლამაზი ხარ, ესეიგი უნდა გაიძულონ თავი დამცირებულად იგრძნო. თუ ვინმე ლამაზია, ღმერთო ჩემო, დაე იყოს ლამაზი, “– განაცხადა “ძირითადი ინსტიქტის“ ვარსკვლავმა და სხვათაშორის, აღნიშნა რომ დღეს ასეთ ფილმს ალბათ არ გადაიღებდნენ:
“ჩემი აზრით ის სწორ დროს გადაიღეს. ევი მეპარება რომ დღეს ისეთი სენსაციური ყოფილიყო, როგორც იმ დროს იყო“.
მსახიობმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ განვითარდა მისი კარიერა ჰოლივუდში.
“ჩემს კონტრაქტში ეწერა, რომ შემეძლო პარტნიორების და ფილმების არჩევა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო, რადგან ჩემი კარიერა ხანმოკლე და ფრაგმენტული იყო.
ჩემი კარიერა შეიძლებოდა სხვაგვარად აწყობილიყო, ჩემი აზრით მე მეტი ვარ, ვიდრე სექს სიმბოლო. როდესაც ავად გავხდი (შერონ სტოუნმა 2001 წელს ინსულტი გადაიტანა) ვეღარ შევძელი ბიზნესში დაბრუნება, როგორც ამას მაგალითად მამაკაცი შეძლებდა. რიგის ბოლოში გადამისროლეს, რომ ისევ ეპიზოდური როლებით დამეწყო ტელევიზიაში და ისევ გამეკვალა უკან დასაბრუნებელი გზა. ყოფილ კინოვარსკვლავს არანაირი გავლენა აღარ აქვს.“– ამბობს შერონი.
ის ყვება, რომელი ასაკი მიაჩნია მის ცხოვრებაში საუკეთესოდ:
შერონმა ჟურნალისტთან იმაზეც ისაუბრა, როგორია სექსუალური ცხოვრება ასაკში:
“ეს რა თქმა უნდა ამ მომენტისთვის სპეკულატიურია, იმიტომ რომ ამისათვის საყვარელი უნდა მყავდეს, მაგრამ ვიტყოდი, რომ სექსი ჩემს ასაკში უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ეს სიყვარულით მოხდება. სექსი სექსის გულისთვის ამ მომენტში ჩემს ცხოვრებაში აღარ არის საინტერესო.“– ამბობს მსახიობი.