შესაძლებელია თუ არა დიდ ქალაქში კორონავირუსისგან თავის დაცვა

კორონავირუსი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე გამოვლინდა და ბოლო დროს ჩინეთის საზღვრებს მიღმა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჩინეთში.

დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ეპიდემიის აფეთქება სრულიად რეალური საფრთხეა.

რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა დავიცვათ თავი დიდ ქალაქში საფრთხისგან:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოა. ვირუსი ჰაერ წვეთოვანი გზით გადადის – ნერწყვის ძალიან მცირე წვეთებით, რომლებსაც ხველისა და ცემინების დროს ჰაერში გამოვყოფთ.

რამდენიმე კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც გრიპის ვირუსის აფეთქებების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, ექვსჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში, სამხრეთ კორეიდან დაწყებული ირანით დამთავრებული, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მატარებლებში, ავტობუსებში და გაჩერებებზე ზედაპირების წმენდის შესახებ.

ხალხმრავლობა

ხალხმრავალი,მაგალითად სპორტული ღონისძიებები დაავადების რისკს ზრდის. ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო ასეთი ღონისძიებები გადაიდო. Covid-19 –ის გამო შანხაიში ფორმულა1–ის გრან პრი გადაიდო. ასევე გადაიდო აზიის ჩემპიონთა ლიგის 6 საფეხბურთო მატჩი, რომლებშიც 4 ირანული გუნდი მონაწილეობდა.

ევროპაში გადადეს რაგბისა და ფეხბურთის მატჩები, რომლებშიც იტალიურ გუნდებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ყველაზე სერიოზული ღონისძიება კი, რომელიც შეიძლება ასევე გადაიდოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაა. თამაშები 24 ივლისს უნდა დაიწყოს.ჯერჯერობით გადაიდო მხოლოდ ოლიმპიური ცეცხლის მარათონი, თუმცა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი არც თამაშების გადადებას გამორიცხავს, თუ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გადაიქცევა.

კორონავირუსი შეეხო რამდენიმე რელიგიურ ღონისძიებასაც. საუდის არაბეთმა დროებით აკრძალა მომლოცველთა შესვლა მექასა და მედინაში.

სკოლები


სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები დაწყებით და საშუალო სკოლებს სამუშაო რეჟიმის შეცვლის რეკომენდაციას აძლევენ.
იაპონიაში, ტაილანდში, ირანში და ერაყში სკოლები და უნივერსიტეტები ვირუსის გამო დროებით დაიკეტა.ბრიტანეთსა და აშშ–ში მთავრობა სკოლების დახურვის რეკომენდაციას არ იძლევა.მშობლებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ სტუმრობდნენ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსია გავრცელებული ურჩევენ ორი კვირის მანძილზე სახლიდან არ გამოვიდნენ და ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

ოფისები:

კორონავირუსი კომპანიების მუშაობაზე გავლენას ახდენს ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში და რეგიონებში.სან დიეგოსა და სანფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ოფისების თანამშრომლებს ურჩევენ ერთმანეთს და სტუმრებს ხელი არ ჩამოართვან.

აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაცია მისცა კომპანიებს თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის მოტივაცია მისცეს, განსაკუთრებით თუ მათ მაღალი ტემპერატურა ან რესპირატორული ინფექციის სიმპტომები აქვთ.


ინფორმირება

ადამიანებს კარგად უნდა ესმოდეთ მარტივი პროცედურების მნიშვნელობა. მაგალითად, ხელების სწორად დაბანა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას გვაძლევს:
• რეგულარულად დავიბანოთ ხელები საპნით და გამოვიყენოთ სადეზინფექციო გელი.
• პირსა და ცხვირზე ხელსახოცი ავიფაროთ ხველისას და ცემინებისას.
• თუ ხელსახოცი არ გაქვთ, გამოიყენეთ სახელოები.
• გადააგდეთ გამოყენებული ხელსახოცები და შემდეგ დაიბანეთ ხელი.
• არ მიეკაროთ თვალებს, ცხვირს და პირს დაუბანელი ხელით.
• მოვერიდოთ ადამიანებთან კონტაქტს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ.
• მოვერიდოთ როგორც გარეულ, ისე შინაურ ცხოველებს.

საავადმყოფოები:

ახალი კორონავირუსის ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. საავადმყოფოების მთავარი ამოცანაა ინფექციისას გართულებებთან ბრძოლა. სამედიცინო დაწესებულებებს ურჩევენ პაციენტების იზოლირებას და პერსონალის მიერ დამცავი სამოსის სავალდებულო ტარებას.

აშშ–ს და ბრიტანეთის ხელისუფლებები თვლიან, რომ თუ ვირუსის აფეთქების მაშტაბები გაიზრდება, საავადმყოფოებში ადგილები საკმარისი აღარ იქნება.

იზოლიაცია:

ბრიტანეთში დაინფიცირებული რეგიონებიდან ჩასულ მოქალაქეებს თხოვენ თვითიზოლაციაში იყვნენ.
ჩინური ქალაქი უხანი, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია იზოლაციაში რჩება, ისევე, როგორც ჩრდილოეთ იტალიის ზოგიერთი რაიონები.

თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ როცა კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდება, ასეთი ზომები ეფეტურობას დაკარგავს. თანაც მათი განხორციელება ყველაგან არ გამოვა.ჯონ ჰოპკინსნს ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ტომ ინგლსბიმ ცოტა ხნის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ ბევრ ქვეყანას არ შეუძლია მთელი ქალაქის დაბლოკვა ისე, როგორც ეს ჩინეთმა გააკეთა.

„ასეთი ბლოკირებები ყოველთვის დაკავშირებულია ოჯახების გაყოფის საფრთხესთან, იმასთან, რომ ადამიანებს ადამიანებს ხელი აღარ მიუწვდებათ წამლებზე, საკვებზე და სხვა აუცილებელ ნივთებზე. შეიძლება ხელი შეეშალოს ექიმების, ექთნების და მარაგების გადაადგილებას საავადმყოფოებს შორის, როგორც ეს ჩინეთში ხდება“ – წერს ის.