ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.
„შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რომელიც ადმინისტრაციულ ხაზთან ხდება , განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩორჩანასთან. საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ ეს საკითხები მოგვარდეს.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,” – განაცხადა რუდმა.