ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითი საკითხია“,- წერს დონალდ ტუსკი.