პრეზიდენტმა პირველი არხის გადაცემა თავისუფალ ხედვაში მიიღო მონაწილეობა. მან ინტერვიუში პრეზიდენტის ძველ და ახალ რეზიდენციაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ თვლის, რომ ათონელის რეზიდენცია ავლაბრის რეზიდენციას ჯობს:
“ ის სასახლე არ ასახავდა დღევანდელ პრეზიდენტს თავისი პომპეზურობით და თავისი თუნდაც მდებარეობით ქალაქში. მე მგონი რომ ახალი საპარლამენტო კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტი ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. ის სასახლე ჯერ ერთი გადაწყვეტილი არის და უკვე იქნა გამოყენებული ამ კუთხით რომ იყოს ცერემონიალების სასახლე მთლიანად მთავრობისთვის და ყველა შესაძლო ღონისძიებისთვის, რომელიც მოითხოვს ამ სტილის მოცემულობას. ეს არის მე ვიტყოდი ევროპული და ქართული სტილის სასახლე. თუ ევროპაში ძალიან ბევრი პრეზიდენტები სწორედ არიან პატარა და საშუალო ქვეყნების, ჩვენსავით ქვეყნების სწორედ ასეთ სასახლეში არიან და არა ძალიან მაშტაბურში.აქ საჭირო იყო რომ ის ქართული სულიც დაგვებრუნებინა, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ სასახლეში და ქართული სული, იმ ოჯახების, რომელიც აქ ცხოვრობდნენ და რომელიც წარმოადგენენ ჩვენი ბოლო ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს თავისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით და იმ მძიმე პერიოდით, რომელიც შემდგომ დადგა. და მე მგონი ყველაფერზე პასუხი იყო როცა პირველივე დღე, როცა გავხსენით ახალი წარმომადგენლობითი ნაწილი და როცა მოვიყვანეთ აქა ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის ბავშვები, მათი სიამაყე ამ ყველაფრით, რომ ეს არის მათი ისტორია, რომ მათი ისტორია არის ღირშესანიშნავი, არის ევროპული არაფერში ნაკლები, ვიდრე იმ ევროპული ქვეყნებისა, რომლებთანაც ჩვენ გვინდა გაერთიანება. მე მგონი ეს არის პასუხი.“– ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად გამართლებული იყო ავლაბრის რეზიდენციის ასე მიტოვება, რომელიც არარეალიზებულ აქტივად იქცა, პრეზიდენტი პასუხობს:
“ჩვენ სამწუხაროდ ასეთი აქტივები გვაქვს არაერთი, ასევე ქუთაისის პარლამენტი. ანუ ეს ყველაფერი იქნა დაგეგმილი ერთ დროს, როცა არ იყო გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკაზე არავინ არ ფიქრობდა და არ იყო გათვალისწინებული ამ ქვეყანას რეალურად რა სჭირდება.იმედი მაქვს რომ ყველა ეს შენობები მე მაქვს ასევე მოსაზრება და ხშირად ვსაურობ და ვესაუბრე მთავრობას ამის შესახებ, რომ მაგალითად ქუთაისის პარლამენტი გამოყენებული იყოს საკონფერენციოდ. ჩვენ არა გვაქვს დიდი საკონფერენციო ცენტრი და ეს ძალიან გამართლებული არის ქუთაისის განვითარებისთვის, მითუმეტეს თუ წყალტუბო ეხლა შეიძენს ახალ სიცოცხლეს, ეს ყველაფერი ერთობაში იქნება ძალიან ძლიერი.“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
(სტილი დაცულია)