საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. ჟურნალისტების მეირ დასმულს შეკითხვაზე გახარიამ უპასუხა, რომ შოთაძე ღირსეული ადამიანია და პროფესიონალი.
პრემიერმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს პროფესიონალი უწოდა.
„საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. ბევრი ღირსეული ადამიანია წარდგენილი, მაგრამ მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე.“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.