რუს მწერალს ბორის აკუნინს (ნამდვილი სახელი და გვარი – გრიგორი ჩხარტიშვილი) კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს. ინფორმაციას კი ბორის აკუნინი სოციალურ ქსელშიც ადასტურებს.
“FACEBOOK მივაგდე, იმიტომ რომ მოდური ვირუსით ლოგინში ვწევარ. ოდნავ მოვძლიერდები და შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ. (სპოილერი: კორონავირუსით ინფიცირების შიში თავად კორონავირუსზე საშიშია. ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ პანიკა უადგილოა).”, – დაწერა ბორის აკუნინმა თავის Facebook-ის გვერდზე.