“შმაქსისტების” პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – მძღოლები დილიდან საპროტესტო აქცაის მართავენ და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.
აქციას “გირჩიც” შეუერთდა.
“გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი ჩუმად დააკორექტირა, რომლის მიხედვითაც ახლა ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენება აიკრძალა. ათეულობით ტაქსისტი ამ ჩასწორებული დადგენილების საფუძველზე დაჯარიმდა.
“ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი,რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გავს ტაქსის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმაქსისტებს. ვითხოვთ პირველ რიგში მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.