შტორმ “გლორიას” შედეგად ესპანეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა ხოლო ოთხი დაიკარგა. ძლიერი ქარის, ძლიერი წვიმის, თოვლისა და უზარმაზარი ტალღების შედეგად ტარაგონას რეგიონში 220 ათასი ადამინი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზღვის ტალღებმა დააზიანა ბარსელონასა და ვალენსიას სანაპიროები.
როგორც გამოცემა The Guardian წერს, ერთ-ერთი ადამიანი ვალენსიაში ჰიპოთერმიის შედეგად გარდაიცვალა, ალიკანტეს პროვინციაში ქალი კი საკუთარი სახლის ნანგრევებმა იმსხვერპლა. ფერმერი ალმერიაში მას შემდეგ მოკვდა, რაც შტორმის დროს სათბურში ჩაიკეტა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დატბორილ ტერიტორიაზე იპოვეს გარდაცვლილი.
მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ოთხ პირს, მათ შორისაა 25 წლის ბრიტანელი, რომელიც მაშინ დაიკარგა, როცა თავის მოტოციკლს მართავდა ჩრდილოეთ იბიცაში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში თქვეს, რომ ბრიტანელის დაკარგვის შესახებ მათ კოლეგამ შეატყობინა. მისი თქმით, მან მხოლოდ მიტოვებული მოტოციკლი იპოვა.