შოთაძემ მსუყე აღიარებითი ჩვენება მისცა ქართული ოცნების წინააღმდეგ-ნიკა მელია (ვიდეო)

ნიკა მელია ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებას “აღიარებით ჩვენებას” უწოდებს. 

“მთელი ამ სამი საათის განმავლობაში შოთაძე ძალიან ღელავდა. თავდაპირველად მას წამოცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა. შემდეგ უბრალოდ სიტყვები უკან ვერ წაიღო და შეეცადა კუთხეები დაემრგვალებინა. საბოლოო ჯამაში, შოთაძემ კარგი, მსუყე აღიარებითი ჩვენება მისცა საზოგადსოებას. გადაჭარბების გარეშე, ამ აღიარებით დადასტურდა არაფორმალური მმართველობა ამ ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირის მიერ.
ერთია ოპოზიცია რაზე საუბრობს, მეორე საერთაშორისო საზოგადოება რაზე საუბრობს, მათი ნათქვამი რა თქმა უნდა ყირადსაღებია, მაგრამ სულ სხაა, როცა არაფორმალური მმართველობის მთავარი ფიგურანტი იძლევა აღიარებით ჩვენებას. ვულოცავ “ქართულ ოცნებას”, რეალურად მათ დღეს ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს”- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ შეხვედრას ესწრებოდა. შოთაძემ განაცხადა, რომ ის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.