შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს აქციის დასაშლელად გამოყენებული ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის შესახებ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაადო. ამის შესახებ On.ge ავრცელებს, რომელმაც ცნობა სახალხო დამცველის აპარატიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.
“სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული საქმის ფარგლებში. ეს მონაცემები ინახება საქმის საიდუმლო ნაწილში”,- აღნიშნავენ სახალხო დამცველია აპარატში.