შსს-მ 77-ე საჯარო სკოლაში მოსწავლის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არსებული  ინფორმაციით, მოზარდს სკოლის საპირფარეშოში პარასკევს, 20 დეკემბერს სცემეს.

შსს-ს ცნობით, მოზარდის ცემის ფაქტთან დაკავშირებით უწყებას მანდატურმა აცნობა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.