სასულიერო პირის, მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო. ინფრომაციას შსს-ში ადასტურებენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძე საქართველოდან საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. მან განაცხადა, რომ წერილი მიიღო, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.