თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ დილით, შუათითი აქციის წევრებისთვის არ უჩვენებია.
“მე ვისაც ვაჩვენე, ნამდვილად არ ყოფილან აქციის მონაწილეები”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
არაერთი კითხვის მიუხედავად დედაქალაქის მერმა არ დააკონკრეტა, ვის მიემართებოდა მისი შეურაცხმყოფელი ჟესტი.
“ეგ ჩემი საქმეა, მე ვის ვაჩვენე”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მოგვიანებით კალაძის პრესსამსახურმა განმარტა, რომ მისი შეურაცხმყოფელი ჟესტი დაცვის თანამშრომლების მიმართ იყო გამოყენებული.
“კახა კალაძის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და ადგილზე მყოფი საკუთარი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოხატა”, – აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.