„დიდი ხანია დაყენებული მაქვს მოთხოვნა, საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი, რომ უვადო მოსამართლეების სია უნდა ჩავარდეს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება მობილიზებულია პროპორციულ-მაჟორიტარულ არჩევნების თემასთან დაკავშირებით და პოლარიზებულია საშინლად, მაშინ, როდესაც კარასინმა დააანონსა რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, რაც უდაოდ იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა, ამ ფონზე შესაძლოა „ოცნებამ“ დაიწყოს კანდიდატების განხილვები და დამტკიცება. ჩვენ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავუშვათ.
დაუშვებელია, ერთი კანდიდატის შეშვებაც კი უზენაეს სასამართლოში, არ აქვს მნიშვნელობა ამ კანდიდატების პროფილს, რადგან მთავრი რაც ამ სიის შემადგენლობას აერთიანებს, ესაა არც ერთ კანდიდატს არასდროს თავის პოზიციაში სისტემის წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია. ესენი ბიძინა ივანიშვილისთვის, „ოცნებისთვის“ და ამ კლანისთვის კომფორტულები არიან“, – ამბობს ანა დოლიძე.