“ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.” -განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან იმის მტკიცება, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, სიცრუე და შეურაცხყოფაა.
„ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, არის გამოცდა, რომელზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ყოფილიყო, როგორც ბარიერი. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც შიდა მოსახლეობს განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სესიამდე საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის მოთხოვნებს ნაწილობრივ ითვალისწინებს.