სიღნაღში, ხევის გაწმენდის სამუშაოების დროს მუშას ამწე დაეცა

სიღნაღში 35 წლის მუშას ამწე დაეცა, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტტეის სოფელ ანაგაში მოხდა, სადაც ხევის გაწმენდითი სამუშაოები სრულდებოდა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ხერხემალი, ქვედა კიდურები და სახე აქვს დაზიანებული. დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ, თბილისში გადმოიყვანა.