“სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტი პროპორციული სისტემას არ მიიღებს, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს”-“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის შესაძლო ჩაგდებას აფასებს.
“არ გაბედოს ხელისუფლებამ, პროპორციული სისტემის ჩაგდება. იმიტომ, რომ მიიღებენ უბრალოდ რევოლუციას და ხალხის აჯანყებას. ეს ქვეყანა არ არის სათამაშო და უკვე მოთმინების ყველანაირი ფიალა ამოიწურა. რა თქმა უნდა არანაირი დიდი წარმოდგენა არ მაქვს დიმიტრი ხუნდაძეზე ან ლურსმანაშვილზე, რომელიც ახლა ოთხი წლის თავზე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე დეპუტატი ყოფილა. ვერ გაბედავდნენ ისინი ნიშნის მოგებითა და პოზით საუბარს, არიქა და პროპორციული სისტემა დაანგრევს ქვეყანას და ცუდი იქნება. რა თქმა უნდა ისინი ლაპარაკობენ ივანიშვილს სათქმელს და ბიძინამ უბრალოდ დაზვერა ჩვენი მოთმინება. სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტი პროპორციული სისტემას არ მიიღებს, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს”-აცხადებს ელისაშვილი.