მორიგი სკანდალი საპატრიარქოში-სინოდის წევრი მონაზონთან სექსუალურ კავშირშია დადანაშაულებული.
გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია “მთავარმა” მოიპოვა.
ჩანაწერში მოსაყდრე შიოსთან გამართულ აუდიენციაში მონაწილე ერთ-ერთი მსახურებაშეჩერებული მღვდელმსახური აცხადებს, რომ მისი დასჯის ერთ-ერთი მიზეზი ის სკანდალური ფაქტები გახდა, რომლებიც სინოდის წევრებს გააცნო.
მამა ანდრია სარია ყვება, რომ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მამა ანდრია სარია დაიბარეს შეხვედრაზე და განუცხადეს, რომ ის არის დასჯილი სწორედ იმ განცხადებების, გამო რომელსაც იგი მეუფე პეტრესთან ერთად აკეთებს.