ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინა Sinovac-ით ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის მომდევნო კვირიდან დაიწყება.
“Sinovac-ით ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოგვიანებით გააჟღერებს. სინოვაკი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ელოდება. ექსპერტების შეუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს სინოფარმის შედეგებს უკვე გამოქვეყნებულია.
ვფიქრობთ, ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იყოს მოცული და მოსახლეობას, ასევე, ესენციურ ჯგუფებს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, სინოვაკით ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში”, – განაცხადა გაბუნიამ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ჩინურ სინოვაკს ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.